
უკრაინის თავდაცვის მინისტრად მიხაილ ფედოროვი დაინიშნა. მიხაილ ფედოროვის თავდაცვის ახალ მინისტრად დანიშვნას უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა.
ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ხმა მისცა 277-მა დეპუტატმა.
პარლამენტის ტრიბუნიდან ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავარი უსაფრთხოების გარანტი მისი თავდაცვის ძალებია.
„საჭიროა ყოვლისმომცველი ცვლილებები. ჩვენი მიზანია სისტემის შეცვლა: არმიის რეფორმის ჩატარება, ფრონტის ხაზზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კორუფციის აღმოფხვრა და ლიდერობისა და ნდობის ახალი კულტურის დამკვიდრება“, – განაცხადა ფედოროვმა.
ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს „უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების აუდიტის“ ჩატარებას, რათა „იპოვოს დამატებითი შესაძლებლობები სამხედრო პერსონალის ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვის კანდიდატურა , 2 იანვარს წარადგინა.
0
0