
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სასტიკი თავდასხმების კიდევ ერთი ღამე, კიევი, ივანო-ფრანკოვსკი, ხარკოვი სხვა ქალაქებთან ერთად გრძნობენ, სინამდვილეში, რას ნიშნავს რუსეთის ე.წ. მშვიდობის სურვილი, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო წერს.
როგორც სვირიდენკო წერს, მხოლოდ თამამ რეაგირებას შეუძლია შემდეგი თავდასხმების შეჩერება.
„რუსეთი მხოლოდ იმიტომ აგრძელებს მოქმედებას, რომ მას ჯერ კიდევ არ განუცდია რეალური შედეგები. ყოველ დაყოვნებას თავისი ფასი აქვს და მხოლოდ თამამ რეაგირებას შეუძლია შემდეგი თავდასხმების შეჩერება“, – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 450 დრონი და 24 რაკეტა გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 200 დრონისა და ყველა რაკეტის განეიტრალება შეძლეს.
Another night of brutal Russian attacks on Ukraine's cities. As rescue efforts continue, we are receiving reports of casualties and injuries.
— Yulia Svyrydenko (@Svyrydenko_Y) July 21, 2025
Our defenders and rescuers — true heroes.
Once again, Kyiv, Ivano-Frankivsk, Kharkiv — among others — feel what Russia’s so-called… pic.twitter.com/pwAgAVqLwi
0
0