23/07/2023
13:04
მსოფლიო
რუსეთისა და ბელარუსის ლიდერების შეხბედრა დაიწყო.
ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა სტრელნაში, კონსტანტინოვსკის სასახლეში მიმდინარეობს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა არ არსებობს“, - განაცხადა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრაზე, ამის შესახებ “რია ნოვოსტი” წერს.
"ის არსებობს, მაგრამ ჩაიშალა", - დააზუსტა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
პუტინის განცხადებით, ლუკაშენკოსთან შეხვედრა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
თავის მხრივ, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ დაჯგუფება “ვაგნერის” წევრები ბელარუსში დაძაბულობას ქმნიან.
"ვაგნერელებმა დაიწყეს ჩვენი დაძაბვა - მათ სურთ "ექსკურსიაზე" დასავლეთში წასვლა," - განაცხადა ლუკაშენკომ.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, სამოკავშირეო პროგრამების განხორციელებისა და სანქციების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების საკითხებს განიხილავენ.
0
0