უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით სპეციალური ავტობუსები დაინიშნა
                            
                        A-
                    +A
                
უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
                
                
                
                                    
„ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე უკრაინის დროით ყოველდღე დილის 08:00-დან 09:00 საათამდე.
მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.
ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე:
+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64
უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
463
                                                    სიახლეები
                    ყველა
                
                                                                        
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
    
    
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
    
    
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                            
            ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
        ზოგადი შეცდომის ტექსტი
            ზოგადი შეცდომის ტექსტი
            ზოგადი შეცდომის ტექსტი
            მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
                დიახ
                            25%
                        არა
                            75%
                         
             
             
             
             
             
            