-share.jpg)
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს სთხოვა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.
თალაკვაძის შეფასებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი არის ადამიანი, რომელმაც ომის ყველაზე მძიმე დღეებში არ დატოვა კიევი და ქვეყანას გვერდში ედგა.
"მინდა საზოგადოებას შევახსენო, მინდა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს შევახსენო, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი და საქართველოს საელჩო გახლავთ ის ადამიანი და ის დიპლომატიური მისია, რომელმაც ომის ყველაზე მძიმე დღეებში, მათ შორის, როდესაც კიევზე და კიევთან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა არ დატოვეს ქალაქი კიევი და არ დატოვეს უკრაინა. სწორედ საქართველოს ელჩი და საქართველოს საელჩო გახლავთ იმ რამდენიმე დიპლომატიური მისიებს შორის, რომელიც რჩებოდა ბოლომდე კიევში და საქართველოს ელჩი და დიპლომატიური წარმომადგენლობა ომის დაწყების დღიდან დღემდე, უწყვეტ რეჟიმში საქმიანობდა უკრაინაში და მე მჯერა, რომ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. თავისთავად, ეს გადაწყვეტილება საქართველოსადა უკრაინას შორის მეგობრობას არ ემსახურება და არ არის სამართლიანი, თუმცა ეს ვერ მიაყენებს ჩრდილს და ვერ შეასუსტებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე იმყოფებოდა საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი.
ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.
ტექსტში წერია, რომ დიპლომატი უკრაინის პრეზიდენტის ინსტრუქციების შესასრულებლად დაიბარეს, რომელმაც, გამოხატა მწვავე პროტესტი საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით.
0
0