
საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და თბილისში დაბრუნება სთხოვეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების გამო.
„ქართველ დიპლომატს უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მოუწოდეს, თბილისში დაბრუნებულიყო კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად“, – განაცხადეს დიპლომატიურ დეპარტამენტში.
უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანის საკითხი.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლი „საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს“.
0
0