26/02/2022
14:54
პოლიტიკა
"ჩვენ ვთხოვთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, დაგვეხმაროს რუსი ჯარისკაცების ცხედრების რუსეთში გადატანაში. ეს ჰუმანიტარული საჭიროებაა და ვითხოვთ, რომ რუსი ოკუპანტების ცხედრები უკრაინის ტერიტორიიდან გაიტანონ". - თქვა მან.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რამდენი ოკუპანტის ცხედარია დღეს უკრაინის ტერიტორიაზე. ვერეშჩუკი წითელ ჯვარს მიმართავს, გააკეთოს ყველაფერი ამ ჰუმანიტარული პრობლემის გადასაჭრელად.
უკრაინის რადის დეპუტატი, ოლეკსეი გონჩარენკო წერს, რომ ცხედრების გატანაზე რუსები უარს ამბობს.
"გესმით, რომ სასაკლაოზე გამოგგზავნეს. ყველას არ აინტერესებს, სად და როგორ დაგმარხავენ. გაიქეცით და დაყარეთ იარაღი". - მიმართავს ის ჯარისკაცებს.
ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, 26 თებერვლის დილის მონაცემებით რუსეთმა 3 500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, თითქმის 200 ტყვედ ჩავარდა.
0
0