
დაისახეთ მიზანი, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება 2031 წლისთვის ხელმოწერილი იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს მიზანი 2031 წლისთვის მიღწეული იყოს.
ნიკოლ ფაშინიანმა ეს საკითხი საზღვრის დელიმიტაციასთან და კომუნიკაციების განბლოკვასთან ერთად დღის წესრიგის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა.
„მე ეს ამოცანაც დავისახე კონკრეტული ვადებით: მისი გადაჭრის მიღწევა 2031 წლისთვის. ბუნებრივია, ეს ასევე მთავრობის და, უფრო ფართოდ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაა. თუმცა, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ჩემს პირად დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ეს საკითხი 2031 წლისთვის გადავჭრათ. რა თქმა უნდა, ეს აღქმა ახლახანს არ გაჩნდა, მაგრამ ასევე მინდა, ვთქვა, რომ ვხედავ, ეს შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ და სხვა ფორმატებში ამ საკითხს არ დავაყენებდი. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება სომხეთისა და მთლიანად სომეხი ხალხის ისტორიაში მნიშვნელოვან თავს დაასრულებს და ახალ თავს გახსნის, ახალი მიმართულებებითა და ახალი ლოგიკით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
0
0