
უკრაინა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბურთი რუსეთის მოედანზეა. უკრაინა მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა რუსეთის პოზიცია კვლავ გაურკვეველი რჩება“, - განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში თურქეთის როლი მნიშვნელოვანია.
„თურქეთს პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვს და მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, რათა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები წარმატებულ დასასრულამდე მივიდეს. თუმცა, ჯერ უნდა ვნახოთ, რომ რუსები აქ შესაბამისი დელეგაციით იქნებიან წარმოდგენილები“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
0
0