23/07/2023
13:21
მსოფლიო
“ოდესის საკათედრო ტაძრის დანგრევის სავარაუდო მიზეზი, უკრაინული საზენიტო რაკეტის ჩამოვარდნაა, რომელიც საჰაერო თავდაცვის ოპერატორების უცოდინრობით მოხდა”, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ 23 ივლისის ღამეს განადგურებული ყველა ობიექტი, სადაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმები მზადდებოდა, ტაძრის კომპლექსიდან უსაფრთხო მანძილზე იყო განთავსებული.
“თავდასხმის დაგეგმვა ზუსტი იარაღით ყოველთვის ხორციელდება საგულდაგულოდ შემოწმებული და დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რამდენიმე არხით”, განმარტეს უწყებაში.
მანამდე, უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. მათი ცნობით, რუსულმა ძალებმა ოდესაზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 22 ადამიანი. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 ბავშვია.
"დაზიანდა ათობით ავტომობილი, ქალაქის ბევრი კორპუსის ფასადები და სახურავები, ჩაიმსხვრა ფანჯრები. რუსული რაკეტის დარტყმით ოდესის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) საკათედრო ტაძარი დაზიანდა", - აცხადებენ უკრაინის ოპერატიულ სარდლობაში.
0
0