
"თუ ვინმე იმედის ან პოსტ ტვ-ის რომელიმე თანამშრომელს გამარჯობას ეტყვით და დაელაპარაკებით - ვაიმე, რა ვქნა ნათესავია, ბავშვობის მეგობარია, კოლეგაა და ასე შემდეგ, ზუსტად მათსავით თანამონაწილე იქნებით მათი ღალატის და ათასგვარი ამორალური სიბინძურის! ზუსტად ასეა" - ამის შესახებ ტვ "მთავარი არხის" ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება კონკრეტული ტელეკომპანიების მიერ გაზიარებულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ "ფეისბუქ" სტატუსს, სადაც კონკრეტული პირი აცხადებს, რომ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს გორში მან სცემა:
ცნობისთვის, მოქალაქე სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და აღიარა ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა.
“მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის” - დაწერა მაისურაძემ.
0
0