17/06/2023
14:02
სამართალი
“მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის” - ამის შესახებ სოსო მაისურაძე სოციალურ ქსელში, მისი მეგობრის ფეისბუქ გვერდზე წერს.
მისი თქმით, არსად დამალვას არ აპირებს და არის გორში, თავის მეგობართან.
„მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს...
არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს“ - წერს სოსო მაისურაძე.
როგორც ცნობილია, დღეს, გორში, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
0
0