06/09/2023
12:36
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განმარტა მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ "ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია." ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნის მათ, ვინც სხვადასხვა ეთერს და დროს იყენებს იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ლანძღოს.
"პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს, მათ შორის ყველა თემაზე, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეს. ცხადია, უყურებს პრეზიდენტი სააკაშვილი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე თვის ან კვირის წინ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ლაპარაკობდნენ ოფიციალურად და დღეს მათი პირადი პოზიცია აბსოლუტურად აცდენილია ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ინტერესებს. ხედავს პრეზიდენტი სააკაშვილი, კონკრეტული ადამიანები ლანძღავენ მარტო "ნაციონალურ მოძრაობას". მანდ შავით თეთრზე წერია, რომ მისამართი უნდა გაასწოროთ, რომ ჩვენთვის დასამარცხებელი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, რუსული "ოცნება" და, შესაბამისად, გზები არ უნდა აგერიოთ და თუ ვინმე აპირებს პარტიიდან გასვლას და სხვა პარტიის გაკეთებას, მოგიწევთ კონკრეტული ბედის გაზიარება, ამაზეა საუბარი,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
0
0