
“დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა. ვნახოთ რასთან დაკავშირებით წამოვა დასკვნები და რეკომენდაციები”, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აქცენტს კანონპროექტებში გამოყენებულ ტერმინოლოგიაზე აკეთებს.
„არის ამერიკული კანონი, სადაც არა თუ „უცხოური გავლენის აგენტი“ ეწოდება შესაბამის სუბიექტს, არამედ პირდაპირ „უცხოელი აგენტი“. თუ ვენეციის კომისია იტყვის, რომ „უცხოელი აგენტი“ უკეთესი ტერმინია, ვიდრე „უცხოური გავლენის აგენტი“, შეიძლება „უცხოელ აგენტს“ დავუჭიროთ მხარი. ვნახოთ, რას ტყვის ვენეციის კომისია. ამის მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროქეტის როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვარიანტს მხარი დაუჭიროს, თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება. კობახიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანო ან ერთ, ან მეორე კანონს აუცილებლად მიიღებს.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026