
ცოტა ხნის წინ წალენჯიხაში, სოფელ ჯვარში სახლი დაიწვა. არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, წალენჯიხაში ცეცხლი რამდენიმე უბანზეა გავრცელებული. ძირითადად, იწვის ეკალ-ბარდები.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი. ასევე, უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
გარდა ამისა, ხანძარს ებრძვიან მარტვილშიც.
შეგახსენებთ, რომ დღეს განცხადება გაავრცელა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. უწყება, ტყის ხანძრის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ტყის ხანძრის შემთხვევები დაფიქსირდა, რომელთა გამოწვევის შესაძლო მიზეზად სწორედ ადამიანთა დაუდევრობა განიხილება.
0
0