ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვაჟი ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვის ბრალდებით დააკავეს
25/09/2024
10:26
მსოფლიო
A-
+A
ამერიკელმა სამართალდამცველებმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილის რაიან უესლი რუთის ვაჟი ორან რუთი ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვის ბრალდებით დააკავებს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
„რაიან რუთის, ადამიანის, რომელიც ეჭვმიტანილია ყოფილ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე თავდასხმის მეორე მცდელობაში, შვილი დაკავებულია ფედერალური ბრალდებების საფუძველზე ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვის გამო“, - ნათქვამია ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ტრამპზე თავდასხმის საქმის გამოძიების ფარგლებში ორან რუთის სახლის ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა მის მოწყობილობებზე ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ფაილები აღმოაჩინეს.
0
0
28
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%