
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს ჯერომ პაუელს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.
„[ჯერომ პაუელი] ძალიან ნელა მუშაობს, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!!!“, - განაცხადა ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე.
დონალდ ტრამპმა ჯერომ პაუელი ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარედ პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში წარადგინა. მას შემდეგ, ტრამპმა პაუელი არაერთხელ გააკრიტიკა საპროცენტო განაკვეთების შეუმცირებლობის გამო, მაგრამ გაურკვეველია, აქვს თუ არა პრეზიდენტს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება. ტრამპს სურს, რომ ფედერალურმა რეზერვმა ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
გასულ კვირას, ჯერომ პაუელმა სენატს განუცხადა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის შტაბ-ბინაში მზარდი ხარჯებისა და ძვირადღირებული ფუნქციების შესახებ ცნობები „მრავალი თვალსაზრისით, შეცდომაში შემყვანი და არაზუსტია“.
0
0