
გარდა ამ ძალდატანებული ფორსირებული შემთხვევისა, რომელიც არა ჩვენი მოქმედებით, არამედ ივანიშვილის მოქმედებებით არის განპირობებული, სამწუხაროდ, ახალი მენეჯმენტის პირობებში, გაცილებით უფრო იზოლაციონალისტურია, ვიდრე ამას ვისურვებდი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური, დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთ პოლიტიკურ სივრცეში მოქცევა თავად ოპოზიციას უნდა გაეკეთებინა და ამის ფორსირება ივანიშვილს არ უნდა მოეხდინა.
„გარდა ამ ძალდატანებული ფორსირებული შემთხვევისა, რომელიც არა ჩვენი მოქმედებით, არამედ ივანიშვილის მოქმედებებით არის განპირობებული, სამწუხაროდ, ახალი მენეჯმენტის პირობებში, რასაც მე ვხედავ და ალბათ ობიექტური ვარ ამ შეფასებაში, გაცილებით უფრო იზოლაციონალისტურია, ვიდრე ამას ვისურვებდი. თავად ივანიშვილმა ერთ ნავში ჩასვა ოპოზიცია, დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, მაგრამ ეს ივანიშვილს კი არ უნდა გაეკეთებინა, ამის ფორსირება ივანიშვილს კი არ უნდა მოეხდინა ქვეყანაში, ეს თავად ჩვენ, ოპოზიციას უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
0
0