
"ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია "ლელო"-ს გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე,"- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, თავად ALDE-მ თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა.
"ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია "ლელო"-ს გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე.
ამით თავად ALDE-მ თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა.
მანამ სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე "ლელოს", საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება", - წერს პაპუაშვილი.
ცნიბისათვის: ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) კომუნიკაციების ასისტენტი, აოიფ დევერე წერს. რომ "მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მათ შორისაა პარტია „ლელო“ - ALDE-ს (ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის) წევრი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ნაწილი".
მისი განცხადებით, წარმატების შემთხვევაში, ამ ნაბიჯმა შესაძლოა ასობით ათასი ამომრჩეველი გაურკვეველ პოლიტიკურ მდგომარეობაში დატოვოს.
0
0