
ცენტრალურ იტალიაში, ტოსკანის მასშტაბურ ტერიტორიაზე, ძლიერი ქარით და წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მდინარე ბისენციომ ქუჩები დატბორა და მანქანები წაიღო.
წყალდიდობის შედეგად მთელი ტერიტორია წყალში ჩავარდა და ქალაქ სანტო-სტეფანოს საავადმყოფოს პირველი სართული ნაწილობრივ დაიტბორა. დაზარალდა ასევე ოთხი საავადმყოფო. ტოსკანის გუბერნატორმა ევგენიო ჯიანმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გუბერნატორის შეფასებით, "რეგიონში, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში, უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა".
ყველაზე მეტად დაზარალდა ლივორნო და ფლორენციის მახლობლად მდებარე ქალაქები -პრატო და მონტემურლო.
როგორც ცნობილია, დასავლეთ ევროპაში ქარიშხალ კიარანს 2-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, ემსხვერპლა. მანამდე კი, 207 კმ/სთ სიჩქარით მქროლავი ქარი დაფიქსირდა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, სამხრეთ ინგლისში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში, ასევე ესპანეთისა და პორტუგალიის ატლანტის სანაპიროებზე. გათიშულია ელექტროგადამცემი ხაზები და შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა. მოსახლეობა სახლებიდან ჯერსის კუნძულზე არიან ევაკუირებულნი.
0
0