
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე „შემოქმედებითი საქართველოს“ საკონსულტაციო საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს შეხვდა და ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, „შემოქმედებით საქართველოს“ რუსუდან ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს, დირექტორის მოადგილეებად კი სალომე ხურცილავა და თინათინ აპემი დაინიშნენ.
„შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა „შემოქმედებითი საქართველოს“ ახალ მენეჯმენტსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა ახალ ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს მხარდაჭერა აღუთქვა, წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0