
უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე.
რევაზ ნადარაიას თქმით, მაია კოპალეიშვილი 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო და ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა.
„მოვისმინე წარმოდგენილი შუამდგომლობა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა. ბატონ გვარამიას ნაწილში დაკმაყოფილდეს გამომდინარე იქიდან, რომ მან წესრიგი დაარღვია, სასამართლოს არაერთი მითითების მიუხედავად დაარღვია წესრიგი. შესაძლებელია, მას მიეცეს შანსი იმისა, რომ დაბრუნდეს, დაესწროს ამ პროცესს და წარმოადგინოს თავისი პარტია.
რაც შეეხება ქალბატონ კოპალეიშვილს, გარდა იმისა, რომ წესრიგი დაარღვია, შეურაცხყოფა მიაყენა მან სასამართლოს. ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. უაპელაციოდ ასეთი მძიმე განცხადება, რომ თურმე სასამართლო ვინმეს დავალებით რაიმეს აკეთებს, ეს არის გაუგონარი შეურაცხყოფა. 10 წელი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, ამდენი მას უნდა ესმოდეს, თუ რა მძიმე განცხადება და რა მძიმე შეურაცხყოფაა. ამავდროულად, ქალბატონი კოპალეიშვილი მთელი ამ პროცესის დაწყების დღიდან გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, ზოგადად, სხდომაზე და მისი განცხადებების დაახლოებით 90 პროცენტი უკავშირდება თვითნებურ წამოდგომას და სასამართლოს თანხმობის გარეშე განცხადებების კეთებას. ეს ქალბატონი ძირითადად დაკავებული იყო სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევით. არ ვიცი მან რატომ აირჩია ეს როლი სხდომის მიმდინარეობისას, მაგრამ გამორჩეულად წესრიგის დამრღვევი იყო ქალბატონი მაია. ამავდროულად, მან შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს, რასაც სასამართლო მას ვერ აპატიებს და ვერ დაუშვებს სხდომაზე“, - განმარტა რევაზ ნადარაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომათა დარბაზში მხოლოდ ნიკა გვარამია დააბრუნა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები ასევე ითხოვდნენ მაია კოპალეიშვილის დაბრუნებას.
0
0