
მთავარი მოთხოვნები იყო, რომ აქციებს მართავდნენ, რომელსაც უერთდებოდა თითოეული პარტიის წარმომადგენელი, მხარდაჭერას გამოთქვამდა და ახლაც იმავეს აკეთებენ. 2022 წელს მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე...აქციები იმართებოდა ორი მოთხოვნით: ერთი მოთხოვნა არის, რომ საქართველოს მთავრობას ნება დაერთო, ანუ, ჩარტერული რეისით, მისი თანხმობით, მოხალისეები, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი, ჩართულიყვნენ უშუალოდ კონფლიქტში როგორც მხარეები და როგორც მონაწილეები, ეს პირები გამგზავრებულიყვნენ უშუალოდ მთავრობის თანხმობით. მეორე, საქართველოს დაეწესებინა ფინანსური სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, თუ რა განცხადებები კეთდებოდა საზღვარგარეთ. ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ექსპლიციტურად ცალსახად მოუწოდებდნენ თავის ყველა მოქალაქეს, რომ არავითარი მონაწილეობა არ მიეღოთ აღნიშნულ კონფლიქტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღქმული იქნებოდა, როგორც კონფლიქტში მხარედ ჩართვა. და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს მთავრობის თანხმობით, ჩარტერული რეისით მოხალისეების გაგზავნის შემთხვევაში ეს თუ დიდი ბრიტანეთისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მხარედ ჩართულობას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გულისხმობს კიდეც საქართველოს ჩართულობას, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას. ამ საფრთხეს ქმნიდა აპრიორი გაგზავნა ისევ და ისევ მთავრობის თანხმობით იმიტომ, რომ ამას თავისი პოლიტიკური მდგენელი აქვს. მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჯარისკაცები, წავიდნენ კონკრეტულ კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად და პირდაპირ მხარედ ფიქსირდება. ეს, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხეს ქმნის მაშინ, მით უმეტეს როდესაც ჩვენი დედაქალაქიდან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას საოკუპაციო ძალა და არაერთი ბაზა, სამწუხაროდ“,-აღნიშნავს გორდულაძე.
გორდულაძის თქმით, სანქციების დაწესება ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 11%-ით შემცირებას გამოიწვევდა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციისთვის საბაბს მისცემდა.
გორდულაძე კვლავ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს საფრთხე მომავალშიც რეალურია მსგავსი მოთხოვნების განმეორების შემთხვევაში.
„რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს. ფინანსური სანქციების დაწესება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ნაბიჯი. ეს არის, მათ შორის, პოლიტიკური ნაბიჯი. და კიდევ ერთხელ როდესაც საოკუპაციო ძალა დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა იმის საპასუხოდ, რომ შეჭრა მოხდა მისი მხრიდან, ეს კიდევ უფრო მეტად, ერთი არის ეკონომიკური განზომილება, რომელიც დაახლოებით 11%-ით ეკონომიკის შემცირებას გამოიწვევდა ჩვენს ქვეყანაში და მეორე მხრივ, ქმნის პოლიტიკურ საბაბს და პირდაპირ, საპროვოკაციო საშუალებას აძლევს საოკუპაციო ძალას, რომ ჩვენი ქვეყანა, გამოყენებული იყოს ისევ და ისევ შეჭრის ობიექტად. რაც სამწუხაროდ, რომ არა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეს საფრთხე რეალიზდებოდა. ჰიპოთეტური საფრთხე კი არ არსებობს, ეს პირდაპირ საფრთხე არსებობდა 2022 წლის მარტიდან დაწყებული. მათ შორის, მითუმეტეს, თუ გავაგრძელებთ, რომ კონკრეტული ქვეყნის, უკრაინის მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის თაობაზე ზუსტად ამ მიზეზით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოხალისეები არ გააგზავნა და ეკონომიკური სანქციები არ დააწესა, და კიდევ ერთი საკითხი არ გადასცა სამხედრო შეიარაღება უკრაინას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი ქმნიდა და მომავალშიც იგივე რომ განხორციელდეს, შექმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის. რაც არ არის ჰიპოთეტური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი არის, სამწუხაროდ, ოკუპირებული ოკუპანტი ძალის მხრიდან და ეს საფრთხე რეალურია“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
0
0