
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საბავშვო ევროვიზია 2025-ისთვის მიმდინარე სამზადისს ოლიმპიურ ქალაქში მოადგილეებთან – გიორგი მირცხულავასთან და თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად გაეცნო.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალისტები უკვე საქართველოში არიან.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მეორედ მასპინძლობს. ღონისძიებაში, ევროპი 18 ქვეყნიდან, 9-დან 14 წლამდე ასაკის შემსრულებლები მონაწილეობენ. საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი წარადგენს.
2025 წლის საბავშვო ევროვიზია კულტურის სამინისტროს, Starring Georgia-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით ხორციელდება.
საბავშვო ევროვიზია 2025-ის ფინალური შოუ 13 დეკემბერს, 20:00 საათზე, 20 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა. კონკურსს ყოველწლიურად, საშუალოდ, 70 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
„ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა უწყებას, რომელიც საბავშვო ევროვიზიისთვის მზადებაშია ჩართული. დარწმუნებული ვარ, სტუმრებს ღირსეულად ვუმასპინძლებთ და საბავშვო ევროვიზია 2025 საქართველოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა იქნება“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
0
0