
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რომიდან პირდაპირი ჩართვისას ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რადგან არასოდეს ვატიკანში ამ საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით ქართული სიტყვა, მრავალხმიანობა, სიმღერა, გალობა არასდროს ყოფილა. ეს არის პირველი შემთხვევა. 21 რიცხვში გორის ქალთა კამერულმა გუნდმა გახსნა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი. პირველი კონცერტი გავიარეთ. არაჩვეულებრივი რეზონანსი ჰქონდა კონცერტს.
დღეს გვაქვს განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე, როდესაც სამების კამერული გუნდი, რომელიც ცნობილია როგორც სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ბატონი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, იმ ტაძარში შეასრულებენ [კომპოზიციას], სადაც პაპი დაიკრძალა. საამაყოა ის, რაც დღეს სანტა მარია მაჯორეში მოხდება.
ამას თან ერთვის ისიც, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტია და ხვალ იქნება უმაღლესი დონის შეხვედრები. საპატრიარქოს გუნდი გააგრძელებს ფლორენციაში კონცერტს და დიდი პროგრამით ვართ წარმოდგენილები“, - აღნიშნა რუხაძემ.
საიუბილეო წელი იტალიის დედაქალაქში ყოველ 25 წელიწადში, 1300 წლიდან აღინიშნება. წელს საქართველო, წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ვატიკანის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებებში პირველად მონაწილეობს.
0
0