
ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. რომის პანთეონში პირველად შესრულდა ქართული მუსიკა, - განაცხადა კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.
„დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა - ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა. რომის პანთეონში პირველად შესრულდა ქართული მუსიკა. ეს იყო ქრისტიანობის 1700-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყნის ღირსეული წარდგენა.
დღევანდელი გამოსვლით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი მუსიკა, როგორც უძველესი, მდიდარი, თვითმყოფადი კულტურის ნაწილი, ხმამაღლა უნდა ჟღერდეს მთელ მსოფლიოში“, - დასძინა თინათინ რუხაძემ.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რომის პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა.
1
0
ღია კარის დღე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
02/06/2026