
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.
„ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ჩვენ პატივს მივაგებთ ექვს მილიონ ებრაელს, ყველა უდანაშაულო ადამიანს, ვინც სიძულვილის, ანტისემიტიზმის მსხვერპლი გახდა. ამ დღის აღნიშვნა ჩვენთვის არა მხოლოდ წარსულის გახსენებაა, არამედ პასუხისმგებლობა - დავიცვათ ადამიანის ღირსება. ჰოლოკოსტი მუდმივი მორალური გაფრთხილებაა მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებას, რომელიც ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთას“ ორგანიზებით გაიმართა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ჭიჭინაძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია დაესწრნენ.
0
0