05/11/2023
17:01
მსოფლიო
თელ-ავივის მუზეუმის წინ გატაცებულების ახლობლებმა აქცია გამართეს. შეკრებილები მათი ახლობლების და ოჯახის წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
„ჰამასმა“ გუშინ გამოაქვეყნა გატაცებულების სიის ნაწილი, თუმცა არ არის ცნობილი, რა პირობებში იმყოფებიან ტყვეები, რომელთა შორისაც ბევრი მოხუცი და ბავშვია.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024