
თბილისში ძლიერმა ქარმა King David-ის რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა - ამის შესახებ “ფორმულანიუსი” წერს.
სოციალური ქსელით ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ, King David-ის რკინის კონსტრუქცია ჩამოვარდა და ერთი ავტომობილი დააზიანა.
"დაგვემხო თავზე ქინგ დევიდის აუზის მოდული", - ამის შესახებ თბილისში უამინდობის შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს.
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცოტა ხნის წინ, თბილისში ამინდი მკვეთრად გაუარესდა - ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა იყო თითქმის ყვეელა უბანში.
ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა მშენებარე კორპუსს.
უამინდობამ პრობლემები შექმნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
როგორც მოქალაქეები წერენ, უამინდობის გამო წყნეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამინდის გაუარესების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც.
სინოპტიკოსების პროგნოზით დღეს, 18 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.
0
0