
ამ წუთებში თბილისში ამინდი მკვეთრად გაუარესდა - ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვაა თითქმის ყვეელა უბანში.
უამინდობამ პრობლემები შექმნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
როგორც მოქალაქეები წერენ, უამინდობის გამო წყნეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამინდის გაუარესების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც.
სინოპტიკოსების პროგნოზით დღეს, 18 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მოსახლეობას წყალმოვარდნებისა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების რისკის შესახებ აფრთხილებენ.
„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.
ფოტო: წყნეთი, 18 ივნისი, 14:00 საათი
0
0