17/01/2025
01:36
სამართალი
არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში, - ამის შესახებ ნათქვამია ლაშა გაბიტაშვილის განცხადებაში, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები (ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული) ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც ის წერს, კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, როდესაც საქმე დაიხურება.
"მეგობრებო, თავისუფალი ვარ! დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლიან ქვეყანაში. მოუთმენალად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია!
მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება", - წერს გაბიტაშვილი წერილში, რომელსაც მისი მეუღლე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
0
0