16/01/2025
14:49
სამართალი
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 16 იანვარს,აბუ-დაბიში თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი.
პარალელურად, პოლიციიდან უშვებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას; წყაროს ცნობით, ყველა მათგანი 14 იანვრის შემდეგ პოლიციაში იმყოფებოდა.
წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება.
მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.
ლაშა გაბიტაშვილის გამოშვების შესახებ ინფორმაციას გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდიც.
ინციდენტში ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი, „ქართული ოცნების“ წევრები: ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე; ასევე, მათი თანხმლები მოქალაქე გიორგი გოგოლაძე
წყარო - რადიო თავისუფლება
0
0