13/01/2025
10:46
საზოგადოება
მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მორიგ ვიდეო კადრებს, სადაც ჩანს ფიზიკური დაპირისპირება მასა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას შორის.
"მომვარდნენ ეს რუსი ყ**ი" - წერს ლაშა გაბიტაშვილი და დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
ცნობისთვის, 12 იანვარს ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი სადაც წერდა, რომ “აბუ-დაბიში ირაკლი ზარქუას შეხვდა და გადაწყვიტა, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მოეყოლა”, თუმცა, როგორც ტავად წერს, ზარქუამ მის ტელეფონს ხელი გაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენა. მოქალაქე გაბიტაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.
პოსტს გუშინ თან ერთოდა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრებიც. საპასუხოდ, ზარქუამაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: “თუ ასე განიცდი მიტინგის ამბებს.. თუ ასე განიცდით დაპატიმრებულ მეგობრებს, მაშინ დასასვენებლად რა გინდათ?”
0
0