
TASS-ის ფოტოგრაფს, რომელმაც World Press Photo კონკურსში გაიმარჯვა, დაჯილდოების ცერემონიაზე არ დაუშვებენ.
საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ფოტოკორესპონდენტი მიხაილ ტერეშჩენკო ნომინაციაში "ფოტორეპორტაჟი" 2024 წლის ბოლოს, საქართველოში საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოსთვის დააჯილდოვა.
შემდეგ იგი მიიწვიეს ამსტერდამში World Press Photo-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე. თუმცა, მოწვევა უკვე გაუუქმეს.
"ევროპის კონტინენტზე გაზრდილი დაძაბულობის გამო, ამ ეტაპზე ჩვენ ვეღარ მივიღებთ სტუმრებს რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციიდან," - განაცხადეს კონკურსის ორგანიზატორებმა.
მიხაილ ტერეშჩენკო ჯილდოს წინააღმდეგი, ქართველი ფოტოჟურნალისტები და დოკუმენტური ფოტოგრაფები იყვნენ.
"ანტირუსული დემონსტრაციების გაშუქებისთვის კრემლის პოზიციის მხარდამჭერი ფოტოგრაფის დაჯილდოება, არა მხოლოდ ღრმად წინააღმდეგობრივია, არამედ ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა მათთვის, ვინც სიცოცხლეს რისკავს და ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერვენციას საქართველოში,"-ნათქვამია გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
0
0