
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათივე ცნობით, განჩინებას დაერთვება მოსამართლეების, მანანა კობახიძისა და ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი.
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პლენუმის შემადგენლობა ასეთია: რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი.
საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას.
0
0