
ელდარ შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ლეგენდარული რეჟისორი სიონის საკათედრო ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს.
სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე - რეჟისორის მეგობრები, კოლეგები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.
“ადამიანურადაც და სუფთა ქართული კულტურის კუთხით, რასაკვირველია, ქვეყანამ უდიდესი რეჟისორი დაკარგა - თანამედროვეობის, ყველაფერი ნათელის, კარგის, სიკეთისა და საუკეთესო ქართული სიმბოლო იყო ელდარ შენგელაია და მთელი მისი შემოქმედება. რასაკვირველია, რომ ჩვენ ყველანი დღეს ჭირისუფლები ვართ იმიტომ, რომ ძალიან დიდი დანაკარგია, მითუმეტეს ჩვენთვის - ადამიანებისთვის, ვისაც წილად გვხვდა, რომ მისი ან საიუბილეო საღამოები გვეკეთებინა, ან მასთან კონტაქტი გვქონოდა“, - აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.
ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში, 4 აგვისტოს გარდაიცვალა. მის ხსოვნას დილიდან მიაგებდნენ პატივს - სამოქალაქო პანაშიდს დაესწრო ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.
0
0
ლილოს ტერიტორიაზე ხანძარია
07/08/2025