08/11/2021
17:51
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საწყისი მეცნიერული მოსაზრებით, კორონავირუსის შემდეგ იმუნური დაცვა საშუალოდ 6 თვის განმავლობაში მოქმედებს, თუმცა მთავრობამ მოსახლეობის მოლოდინებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, რომ მწვანე პასპორტს მიიღებენ ისინი, ვინც COVID-19 12 თვის განმავლობაში გადაიტანა.
„ჩვენს შემთხვევაში 12-თვიან პერიოდზე საუბარი იყო ნაკარნახევი გარკვეული სოციალური ჯგუფების მოლოდინით, რომ გადატანის შემდეგ მათ აქვთ ანტისხეულები და თვლიდნენ, რომ არ უნდა აიცრან, რომ შესაძლოა თანაბარ პირობებში ჩადგნენ ვაქცინირებულ პირებთან. ამდენად, ამ მოსაზრებიდან გამომდინარე დავთანხმდით იმას, რომ დღეს ვისაუბროთ 12-თვიან ინტერვალზე და შემდეგ ვნახოთ, მეცნიერება ამაზე დამატებით პასუხს მოგვცემს. ჯერ მაინც მყარი იმუნური პასუხის ვადა გარკვეულწილად არის მერყევი“, - განაცხადა გაბუნიამ.
მან მოსახლეობას ინფიცირებიდან 28 დღეში ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კოვიდგადატანილები ვაქცინაციაში აქტიურად არიან ჩართულები.
0
0