
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას მედიასთან ეხმიანება.
„სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერები დანაშაულის ერთმანეთისთვის გადაბრალების პროცესში არიან - ვისი მიზეზით იყო ასეთი სასტიკი მარცხი ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ბრძოლაში, არადა მათი პოზიციიდან რომ განვსაჯოთ, დანაშაული ყველასი თანაბარია“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მარცხით მთავრდება. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა „ლელომ“ და გიორგი გახარიას პარტიამ მიიღოს, თუმცა რთულია თქმა როგორ ჩატარდება არჩევნები და დათმობს თუ არა ნაციონალური მოძრაობა საკუთარ ამომრჩეველს იმისათვის, რომ არჩევნებში ხმები სხვა ოპოზიციურ პარტიებმა აიღონ.
"ფოკუსის გასწორება საკანში უფრო რთულია, ვიდრე გარეთ, ასე რომ, შეგვიძლია საკანში მყოფ პატიმრებს მივანიჭოთ უპირატესობა, რადგან მათთვის უფრო რთულია რეალობისთვის თვალის გასწორება, მითუმეტეს დამარცხებული პოზიციიდან. დღეს მთელი ოპოზიცია დგას დამარცხებულ პოზიციაში, რადგან მათ ეს ბრძოლა უკვე წააგეს. რადიკალებს არ სჭირდებათ არც დამატებითი არჩევნები, არც განმარტებები - ეს პოლიტიკური ბრძოლა ქართულმა ოპოზიციამ პირწმინდად წააგო. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და როგორ დაემუქრებიან ერთმანეთს ციხის გისოსებს მიღმა თუ გარეთ მყოფი ოპოზიციის წევრები, ქართული საზოგადოებისთვის მეასე ხარისხოვანია, რადგან უკვე იციან და ხედავენ შედეგს. სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერები დანაშაულის ერთმანეთისთვის გადაბრალების პროცესში არიან - ვისი მიზეზით იყოთ ასეთი სასტიკი მარცხი ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ბრძოლაში და არიან დამნაშავის ძიებაში. ერთმანეთს აბრალებენ მარცხს, არადა მათი პოზიციიდან რომ განვსაჯოთ, დანაშაული ყველასი თანაბარია. განა ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოდნენ, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ებრძოდნენ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა კი ყოველთვის მთავრდება სასტიკი მარცხით. არ არის საუბარი „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაზე, მთავარია საკუთარ ქვეყანასთან ბრძოლა სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ, საკუთრის ინტერესების გათელვის საპირწონედ. ეს მოსალოდნელი იყო და მიიღეს კიდეც შედეგი. გინება, შეურაცხყოფა, ხელჩართული ბრძოლა - ყველაფერს ვნახავთ ამიერიდან. რადიკალებისგან ვინ დარჩება გარეთ ვერ გეტყვით, ისინი უკვე ჩალაგებული ბარგით ელიან როდის შევა შემდეგი ნაკადი ციხეში და ვიცით, რა თამაშიც არის ეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, ვინ იქნება მათგან არჩევნებში წარმოდგენილი [ალბათ, როგორც ვვარაუდობდით "ლელო" და გიორგი გახარიას პარტია] და რამდენად დათმობს ნაცმოძრაობა საკუთარ ამომრჩეველს და ხმებს ისე, რომ აჩუქოს ერთი არჩევნები სხვა ოპოზიციურ პარტიას არ ვიცი, ვნახოთ,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
0
0