
შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გამწვავების მიზეზებზე ისაუბრა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ. როგორც ჩიბურდანიძემ განაცხადა, ევროკავშირს სურს იქცეს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ, რაც არ შედის ამერიკის ინტერესში.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბრიუსელის მიზანი არ არის რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება, რადგან ჩრდილოვან მმართველებს სურთ ამერიკის ჩართვა ამ ომში, რომელიც, არ არის გამორიცხული, რუსეთმა ევროპის კონტინენტის სიღრმეში გააგრძელოს.
„ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობაში არიან ისინი, ვინც ტრამპამდე ისხდნენ ამერიკაში. ეს იგივე პოლიტიკური გუნდია, რომელმაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. მათი პოლიტიკის შედევრია დღეს ეს ომი, რომელიც არ მთავრდება. მათ ბრიუსელს შეაფარეს თავი. ებრობიუროკრატებს არ დაუწყიათ ეს ომი იმისთვის, რომ ტრამპი მოსულიყო და ომი დაესრულებინა უფრო მეტად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ვერ ხედავს სხვა შედეგს. სხვა შედეგს ვერცერთი ნორმალურად მოაზროვნე ვერ ხედავს - ან უნდა გადაიქცეს ეს ომი მესამე მსოფლიო ომად, ან უნდა დასრულდეს ისე, როგორც ტრამპის შემოთავაზებულ შეთანხმებაშია.
ევროკავშირი გადაიქცა დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ. ევროკავშირი არ შეუქმნია ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებელ მოთამაშედ. ის ამერიკამ შექმნა თავისი ფინანსებით მის პოლიტიკურ მოთამაშედ, ოღონდ სხვა კონტინენტზე. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა დღეს მოისურვა დამოუკიდებლობა, სხვისი ხელით. ეს ევროპელები კი არა, იგივე ამერიკელები არიან - ჩრდილოვანი მმართველები, რომლებიც ევროპაში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან.
რა არის მათი [ევრობიუროკრატების] პოლიტიკა და სადამდე შეიძლება მივიდნენ ისინი, თუკი ომი გაგრძელდება? მათი გათვლებით რუსეთი არ გაჩერდება იმ პოზიციაზე, რაზეც არის, ის შევა ევროპის კონტინენტზე და ამ დროს, ისინი შეეცდებიან იძულებული გახადონ ამერიკა ჩაერთოს ამ ომში. ეს არის დღევანდელი ჩრდილოვანი მმართველების - ევრობიუროკრატების გეგმა,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
0
0