
ტაივანის სამხრეთ სანაპირო ზოლში სატვირთო გემი ჩაიძირა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ეკიპაჟის ცხრა წევრს ეძებენ. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი სამხრეთ საპორტო ქალაქ კაოსიუნგიდან მაშინ გავიდა, როდესაც ტაივანს ტაიფუნი „გეემი“ დაატყდა თავს.
ტაივანის სანაპირო დაცვის ადმინისტრაციის განცხადებით, სატვირთო გემ „ფუ შუნ“-ზე მიანმარის ცხრა მოქალაქე იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ასევე ფილიპინებში, მანილას ყურეში ტანკერი ჩაიძირა, რომელიც ცენტრალურ ქალაქ ილოილოსკენ მიემართებოდა.
ტაივანის ოფიციალურმა პირებმა ქარიშხალის გამო კუნძულის ყველაზე მასშტაბური წლიური წვრთნები, თითქმის ყველა შიდა ფრენა და 200-ზე მეტი საერთაშორისო ფრენა გააუქმეს. დაიკეტა სკოლები და ოფისები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 8000-ზე მეტი ადამიანი კუნძულიდან დროებით გადაასახლა. ტაივანის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა, რაც ქვეყანაში, წელიწადის ამ დროს, ტიპურია.
0
0