06/11/2023
11:38
მსოფლიო
სუდანის დედაქალაქ ხართუმში, ომდურმანის ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომდურმანის ხალხმრავალ ბაზარში აფეთქება სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის ინტენსიური ცეცხლის გახსნის შემდეგ მოხდა.
როგორც სამედიცინო წყარომ სააგენტო France-Presse-ს განუცხადა, 4 ნოემბერს, ომდურმანის რაიონის ალ-თავრას დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა. არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგმო დასახლებულ პუნქტებში ორივე მეომარი მხარის მიერ ბრძოლის გაგრძელება და მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მოწინააღმდეგე ძალებს შორის მოლაპარაკებების ფონზე, სუდანის დედაქალაქსა და დარფურისა და კორდოფანის რეგიონის სხვა ქალაქებში შეტაკებები გრძელდება.
აპრილის შუა რიცხვებში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, სუდანში 9000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 მილიონი - იძულებით გადაადგილდა.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024