20/04/2024
00:17
საზოგადოება
რუსთაველის გამზირიდან დაწყებული მარშის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა დღეს საღამოს ქალაქის ნაწილი ფეხით შემოიარეს და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
ახალგაზრდული მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედნის გავლით ჯერ იუსტიციის სახლთან მივიდნენ, იქიდან კი სანაპიროს გავლით გმირთა მოედანზე, სადაც ფიცი დადეს.
ამის შემდეგ მსვლელობამ ვარაზისხევის გავლით ისევ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.
მარშის მონაწილეებს მანქანების სიგნალებით გზადაგზა ამხნევებდნენ და მხარდაჭერას უცხადებდნენ მოქალაქეები.
ამ წუთებში გამზირი კვლავ გადაკეტილია. ცოტა ხნის წინ, აქციის დასრულემდე, კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. სტუდენტების თქმით, თვითორგანიზებით, 20 აპრილს, პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე კვლავ შეიკრიბებიან.
0
0
პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან
02/05/2024