19/04/2024
23:23
საზოგადოება
მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. მათი თქმით, არასოდეს დაუშვებენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
აქციის მონაწილეები გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც მათი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტს გააგრძელებენ.
აქციის მონაწილეები დღეს თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ გაემართნენ. შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გმირთა მოედანზე მივიდნენ, სადაც ფიცი დადეს.
თბილისში, რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობის შეცვლასაც.
0
0