
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 9 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, VIII, X კვარტლების, ვარკეთილის ზემო პლატოს, სამხედრო დასახლების, კალოუბნის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ანჯაფარიძის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის და ბეთანიას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხოჭის ტბის, პატარა ტბის, უცნობის, წამალაშვილის, ვეკუას, ხერგიანის, მებაღიშვილის, კალანდაძის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, სამხარაძის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0