
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჯიმ რიშის განცხადებას, სადაც სენატორი აცხადებს, რომ "აშშ-ს კაპიტოლიუმის პოლიცია უყოყმანოდ გააძევებს ყველა მომიტინგეს, ვინც ხელს შეუშლის მარკო რუბიოს მოსმენას, დამნაშავეებს კი დააპატიმრებენ" - სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილი წერს -"სწორი მიდგომაა".
ცნობისთვის, რუბიო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე, სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტის კონგრესისთვის წარდგენილ მოთხოვნის შესახებ მოხსენებას გააკეთებს, რის პარალელურადაც საპროტესტო აქციები იგეგმება. მედიის ინფორმაციით, თავმჯდომარე რიში, რომელიც კომიტეტის მოსმენების ჩაშლის მოყვარული არ არის, მისი მოსმენების რაიმე სახის დარღვევას არ მოითმენს.
კოლუმბიის ოლქის კოდექსის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება აქვს, მომიტინგეები სხდომათა დარბაზიდან გააძევოს, თუმცა რიში კიდევ უფრო შორს წავა და კაპიტოლიუმის პოლიციის დახმარებით, მათ ადგილზე დააკავებს, რაც ასევე კოლუმბიის ოლქის კოდექსით არის დაშვებული.
0
0