20/05/2025
21:06

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა, Breitbart News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომიტინგეებს, რომლებიც სამშაბათს, სენატში სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოსმენის ჩაშლას გეგმავენ, პატიმრობა ემუქრებათ.
რუბიო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე, სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ბიუჯეტის კონგრესისთვის წარდგენილ მოთხოვნის შესახებ მოხსენებას გააკეთებს, რის პარალელურადაც საპროტესტო აქციები იგეგმება. მედიის ინფორმაციით, თავმჯდომარე რიში, რომელიც კომიტეტის მოსმენების ჩაშლის მოყვარული არ არის, მისი მოსმენების რაიმე სახის დარღვევას არ მოითმენს.
კოლუმბიის ოლქის კოდექსის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება აქვს, მომიტინგეები სხდომათა დარბაზიდან გააძევოს, თუმცა რიში კიდევ უფრო შორს წავა და კაპიტოლიუმის პოლიციის დახმარებით, მათ ადგილზე დააკავებს, რაც ასევე კოლუმბიის ოლქის კოდექსით არის დაშვებული.
0
0