
ერევანში ადგილობრივი აქტივისტები თავს დაესხნენ რუს ბლოგერს იულია ფინესს - სკანდალურ ბლოგერს თავი გადაპარსეს სომხებისადმი უარყოფითი განცხადებების გამო.
მოძრაობის „ხაიტარაქის“ წევრებმა დასჯის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ფინესს თმა გადაპარსეს, კალიუმის პერმანგანატი შეასხეს და აიძულეს თავი კედელზე ერტყა. "როგორც ვთქვით, ნებისმიერი ნაძირალა, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს მიწას, დაისჯება", - განაცხადეს აქტივისტებმა.
აქტივისტების თქმით, მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ფინესი ტაქსის მძღოლს უპატივცემულოდ ესაუბრა, ერევნის ცენტრში მოისაქმა და აფთიაქში უაზრო ქცევის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ფინესს საბოლოოდ ბოდიშის მოხდა მოუწია.
იულია ფინესი ცნობილი გახდა სკანდალური პოსტებით პირად ტელეგრამის არხზე, სადაც საუბრობს ნარკომანიაზე და ადამიანებთან აშკარა კონფლიქტზე. რამდენიმე ხნის წინ ფინესი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობას ამაოდ ცდილობდა. იმავე წლის ნოემბერში რუსი ბლოგერი ერევანში გაემგზავრა.
0
0