03/11/2023
12:51
მსოფლიო
ერევანი მზად არის, მოსკოვთან არსებული პრობლემები კონსტრუქციულად განიხილოს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში. ბევრი რამ არ გვაკმაყოფილებს, გაკვირს. რამდენადაც მე მესმის, მსგავსი პოზიცია აქვს რუსეთის ფედერაციას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ: ის, რაც გვაკვირვებს რუსეთში - იმ პოლიტიკის შედეგია, რომელიც ვნახეთ სხვადასხვა მედიის ეთერში, ჩვენ არ გვაქვს სხვა მიდგომა, გარდა კონსტრუქციული დისკუსიისა და პრობლემების მოგვარებისა... მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით“, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში გამართულ დისკუსიაზე.
ამასთან, მან დასძინა, რომ სომხეთი გააგრძელებს ურთიერთობების განვითარებას რუსეთთან, რომელთანაც რესპუბლიკას მრავალი კავშირი აქვს.
0
0