
ადვოკატ არა ზოგრაბიანის ინფორმაციით, 7 აგვისტოს, 16:00 საათზე, არმავირის საერთო იურისდიქციის საოლქო სასამართლოში გაიმართება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის და უმაღლესი სულიერი საბჭოს წევრების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი მოსმენის პირველი სხდომა.
„სახელმწიფოს ჩარევა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის მიერ ეპარქიის წინამძღვრის თანამდებობიდან გადაყენებისა და ეპისკოპოსისთვის თანამდებობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებებში ეკლესიის ავტონომიის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური ურთიერთობისა და რელიგიური თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა და სამარცხვინო ისტორიული მოვლენაა.
სომეხთა პატრიარქი სისხლისსამართლებრივ დევნას განიცდის საეკლესიო და კანონიკური მოვალეობის შესრულების გამო. ამ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლო განიხილავს არა მხოლოდ პირების წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, არამედ კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვას: შეუძლიათ თუ არა საერო ხელისუფლებას ეკლესიის შიდა ცხოვრებაში ჩარევა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის კანონიკური უფლებამოსილების განხორციელების კრიმინალიზაცია“, – აღნიშნა ადვოკატმა.
0
0