-share.jpg)
სიგარეტისა და თამბაქოს პოპულარობა მთელ მსოფლიოში თანდათანობით მცირდება. 2005 წლის შემდეგ, თამბაქოს მწეველთა რაოდენობა განახევრებულია და მას, მხოლოდ, 12.5% მოიხმარს. ამის ფონზე, საზოგადოებაში პოპულარული და აქტუალური გახდა სიგარეტის ალტერნატივა - ელექტრო სიგარეტი.
სიგარეტის მოხმარების წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანიები და დღესდღეობით. საზოგადოებისთვის ცნობილია მისი უარყოფითი მხარეები, რის გამოც ადამიანები არიდებენ თავს მოწევას, ხოლო ელექტრო სიგარეტების შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს. იმის გამო, რომ ელექტრი სიგარეტი მხოლოდ ახლა გახდა პოპულარული, არც არავის უნახავს მისი ხანგრძლივი მოხმარების შედეგები.
ელექტრო სიგარეტების სარეკლამო კამპანიებმა მრავალი მომხარებელი მიიზიდა, განსაკუთრებით კი მოზარდები და ახალგაზრდები. ამერიკაში ჩატარდა სტატისტიკური კვლევები მოზარდებში და აღმოჩნდა, რომ 2019 წელს მე-12 კლასელების 25%-ს ბოლო 30 დღის განვმალობაში მოწეული ჰქონდა ელექტრო სიგარეტი, როდესაც 2017 წელს მსგავსი გამოკითხვის შედეგი მხოლოდ 11% იყო. ძირითად შემთხვევებში, ის მოზარდები, რომლებმაც სისტემატიურად დაიწყეს ელექტრო სიგარეტის მოხმარება, შემდეგი 6 თვის განმავლობაში უკვე გადავიდნენ უშუალოდ, თამბაქოს მოხმარებაზე. გამოკითხულთა 2/3 ნაწილმა არც კი იცოდა, რომ ელექტრო სიგარეტები ნიკოტინს შეიცავენ, ხოლო ნაწილი ფიქრობდა, რომ სიგარეტთან შედარებით მცირე რაოდენობით ნიკოტინს მოიხმარდა. რეალურად, ელექტრო სიგარეტების უმეტესობა სიგარეტზე მსუბუქია, მაგრამ ელექტროს მომხარებლები იმაზე მეტს ეწევიან, ვიდრე ჩვეულებრივი მწეველები. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ნიკოტინის სიმცირე არაფერს არ ცვლის.
საქართველოში არ ჩატარებულა კვლევა ელექტრო სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ტენდენცია აქაც მსგავსია - მწეველთა უმრავლესობა მოზარდები და ახალგაზრდები არიან.
არის თუ არა ელექტრო სიგარეტი სიგარეტზე უკეთესი?
რთულია თქვა, რომელია უკეთესი ამ ორიდან, რადგან რეალურად, ორივე საშიშია ჯანრმთელობისთვის. უბრალოდ, რადგან ელექტრო სიგარეტებს არ აქვთ კვამლი, შეიძლება ოდნავ უკეთესად მივიჩნიოთ. ელექტრო სიგარეტებით ადამიანი არ ისუნთქავს კვამლს, მაგრამ ისუნთქავს ქიმიურ ნივთიერებებს აორთქლებული სითხის სახით, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს გულისა და ფილტვის დაავადებები. მეცნიერებს, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი არ აქვთ, თუ რა შედეგი მოჰყვება ელექტრო სიგარეტის გრძელვადიან მოხმარებას. ელექტრო სიგარეტის მოწევა ახალი ტრენდია. დღესდღეობით, შეიძლება, მისი უარყოფითი მხარეები მკვეთრად ვერ დავინახოთ, მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც „ვეიპის“ გრძელვადიან მოხმარებასთან ერთად. დაზარებულთა სტატისტიკაც გაიზრდება, შედეგები თვალსაჩინო გახდება.
სანამ მეცნიერება გადაჭრით არ იტყვის, რომ ელექტრო სიგარეტი მავნებელია და არ დაიწყება კამპანიები მოხმარების წინააღმდეგ, კიდევ უფრო და უფრო გაიზრდება ელექტრო სიგარეტის მომხარებელთა რიცხვი.
წყარო - https://www.singlecare.com/blog/news/vaping-statistics/
https://vapingfacts.health.nz/the-facts-of-vaping/side-effects-of-vaping.html
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
0
0